ამჟამად კუბას, როგორც სახელმწიფოს, ძირითადად სამი სფეროდან აქვს შემოსავალი. ესენია: ტურიზმი, შაქრის წარმოება და თამბაქოს წარმოება. შაქრის ლერწამზე და ტურიზმზე რა გითხრათ და, ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, კუბელმა მეთამბაქოეებმა ძალიან გააბრაზეს.
სიგარის მწარმოებელ ერთ-ერთ კუბურ ფაბრიკას, დიეგო მარადონას დაუკითხავად, სიგარა “დიეგო“ გამოუშვია და ევროპაში საკმაოდ დიდი რაოდენობითაც გაუყიდია. ამის შესახებ ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა არაფერი იცოდა და მისი მეგობრის, ფიდელ კასტროს თანამემამულეების ასეთი საქციელი ძალიან არ მოეწონა.
როგორც არგენტინელი ვარსკვლავი ამბობს, იგი უკვე დიდი ხანია, რაც ძველი მარადონა აღარაა და არ სურს, რომ მისი სახელი ჯანმრთელობისათვის არასასურველ თამბაქოზე იყოს მიწერილი. ამას გარდა, დიეგოს ისიც აბრაზებს, რომ კუბელებმა სიგარას სახელის მიწერის გარდა, მისი გამოსახულებაც დაახატეს. ჩაფერფლილი საკუთარი სახის ნახვა ალბათ არავის მოგვეწონებოდა...