ფეხბურთი

22:56 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში დებიუტი გადაიდო

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, დიეგო კოსტას ესპანეთის ეროვნულ გუნდში დებიუტი უახლოესი სანაკრებო შეხვედრების დროს არ მოხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს.

დიეგო კოსტას ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში პირველად უხმო, მაგრამ იმ დროს, როდესაც ყველა 25 წლის ბრაზილიელის დებიუტს ელოდა, მან ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და ფეხბურთს ჯერჯერობით დაუდგენელი დროით ჩამოშორდა.

“დიეგო კოსტას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც, ის სამხრეთ აფრიკასთან და ეკვატორულ გვინეასთან ვერ ითამაშებს.” – ვკითხულობთ მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალურ განცხადებაში.

0.119987