ფეხბურთი

14:45 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტამ საბოლოოდ ესპანეთი აირჩია

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ საბოლოო არჩევანი ესპანეთის ეროვნული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იუწყება.

ფეხბურთელმა, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, ფიფას ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს და უპირატესობას “ფურია როხას” ანიჭებს.

კოსტას ბრაზილიის ნაკრებში ორი ამხანაგური თამაში ჩაუტარებია. “პენტაკამპეონთა” მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გუნდში მიწვევას შეპირდა, მაგრამ “ატლეტიკოს” ფორვარდმა ესპანეთი აირჩია.


0.120183