მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ დიეგო კოსტას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ამის გამო, უკანასკნელი ვარჯიშის გამოტოვება მოუწია. ამის შესახებ მადრიდელთა ოფიციალური საიტი იუწყება.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელს ბარძაყი აწუხებს. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების ვადები მაინც გაურკვევლად რჩება. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ “მალაგასთან” პრიმერა დივიზიონის უახლოეს ტურში კოსტას თამაში საეჭვოა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, კოსტამ 49 მატჩი ჩაატარა და 36 გოლს მოუყარა თავი.