ფეხბურთი

19:17 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა: “მოედანზე წმინდანი არ ვარ”

 

“ატლეტიკოს” საუკეთესო ბომბარდირი, დიეგო კოსტა, “რეალთან” გასამართი მადრიდული დერბის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში აღიარებს, რომ ხისტი მოთამაშეა.

“ვიცი, რომ მოედანზე წმინდანი არ ვარ. სერხიო რამოსის წინააღმდეგ ბრძოლა მქონდა გამართული. თუ ამის შანსი მქონდა, მოწინააღმდეგეს ვურტყამდი და ასე იქცეოდა ისიც. თუმცა, ყველაფერი ეს ბრძოლის, თამაშის წესებში იყო მოქცეული.

დერბი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. თასზე გამართულ ბოლო მატჩებში ჩვენთვის სასურველი ანგარიშები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ვაპირებთ მეტოქეს ბრძოლა ჩემპიონატში გავუმართოთ. ამ თამაშზე საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელება იქნება დამოკიდებული.” – ციტირებს კოსტას სიტყვებს Marca.

“ატლეტიკო” და “რეალი”, ლა ლიგის 26-ე ტურში, ერთმანეთს 2 მარტს, “ვისენტე კალდერონზე” დაუპირისპირდებიან.

0.115985