მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებში დებიუტს მოუთმენლად ელის. ესპანური პასპორტის მქონე ბრაზილიელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ვისენტე დელ ბოსკე მას შემადგენლობაში უახლოესი მატჩებისთვის უხმობს.
“ძველებურად, მაქსიმალური მონდომებით ვაგრძელებ მუშაობას და ესპანეთის ნაკრებში ჩემს შანსს მშვიდად ველი. დარწმუნებული ვარ, თუ საკლუბო დონეზე მაღალ დონეზე გავაგრძელებ თამაშს, ვისენტე დელ ბოსკეს რჩეულთა სიაშიც მოვხვდები. დებიუტს მოუთმენლად ველი და იმედია ის მალე შედგება” – განაცხადა დიეგო კოსტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვენის “აუსტრიასთან” მატჩის დასრულებისთანავე. “ატლეტიკომ” შეხვედრა 4:0 მოიგო. კოსტას ანგარიშზე კი ერთი გოლია.