ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო კარიერას სტამბულის “ფენერბახჩეში” განაგრძობს. ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 29 წლის პლეიმეიკერმა თურქებთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
სადღეისოდ, დიეგო “ვოლფსბურგის” საკუთრებაა, მაგრამ გერმანელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “მგლები” ბრაზილიელს უსასყიდლოდ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი დიეგომ იჯარის წესით მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.