კალათბურთი

18:10 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდმა ბრიტანეთმა და მოლდოვამ ოთხთა ტურნირი დაასრულეს

კალათბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირი დაასრულეს დიდმა ბრიტანეთმა და მოლდოვამ, რომლებიც ტურნირის ბოლო დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  ბოლო ტურამდე ორივე გუნდი გამარჯვების გარეშე მივიდნენ. მათ შორის გამარჯვებული მესამე ადგილის მფლობელი გახდებოდა, ხოლო დამარცხებული მეოთხე ადგილს დაიკავებდა. აღნიშნულ გუნდებს შორის ფავორიტად დიდი ბრიტანეთის ნაკრები ითვლებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა საკმაოდ იოლად შეძლეს მეტოქის დამარცხება 92:43 გაიმარჯვეს და თბილისის მერიის თასის გათამაშებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება მოლდოველებს, მათ მესამე მატჩი წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს.

 

18:00-ზე დაიწყო ტურნირის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ასპარეზობის ლიდერები საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდები ეთამაშებიან. მათ შორის გამარჯვებული ჩემპიონი გახდება, ხოლო ხელმოცარული გუნდი მეორე ადგილს დაიკავებს.

0.120235