ფეხბურთი

16:32 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: “რიბერი “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის აზრით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს.

“ჩემი აზრით, რიბერი “ოქროს ბურთის” მიღებას იმსახურებს. მან ეს თავისი თამაშითა და მოგებული ჯილდოებით დაიმსახურა. ის, იმ დონის მოთამაშეა, რომელსაც რონალდუსა და მესის ტოლსწორად, შეუძლია “ოქროს ბურთზე” პრეტენზია ჰქონდეს. მათთან შედარებით, განვლილ სეზონში რიბერიმ სამი ტიტული მოიპოვა, რასაც სეზონის განმავლობაში ყველა ვერ ახერხებს” – იუწყება რიბერის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.

ბოლო ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც “ოქროს ბურთი” მოუგია ზინედინ ზიდანია. იგი ამ ჯილდოს 1998 წელს დაეუფლა. რიბერი კი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის სამ ნომინანტს შორისაა, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ერთად. უეფა თავის რჩეულს 30 აგვისტოს დაასახელებს.


0.12551