კალათბურთი

20:25 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდია „დინამოსთან“ შეხვედრას გამოტოვებს

სუპერლიგისა და „ქუთაისი-2010“-ის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ფორვარდი რევაზ დიდია (26.12.87, 201 სმ) საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ „ქუთაისი-2010“-„დინამოს“ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „ქუთაისი-2010“-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დიდიამ პირველი წრის ბოლოსწინა ტურში „არმიასთან“ შეხვედრაში ტერფის ტრავმა მიიღო, მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მკურნალობას აგრძელებს.

0.124546