თბილისის “დინამოში” წლის ბოლოს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ კლუბსა და ფეხბურთელებს შორის შეთანხმებით, “დინამო” დატოვეს ლევან ხმალაძემ და ირაკლი ლექვთაძემ, ხოლო გიორგი შაშიაშვილი თბილისელთა საფეხბურთო აკადემიაში მწვრთნელად იმუშავებს.
გარდა ამისა, “დინამომ” ტრანსფერზე დააყენა გიორგი მერებაშვილი, გივი კვარაცხელია, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მიქაბერიძე და ლაშა შინდაგორიძე. დიდი ალბათობით, მათ ბედს გაიზიარებს მაკედონიელი მცველი დარკო გლიშიჩი.
თუ რომელ ფეხბურთელებს დაიმატებს “დინამო” ცნობილი მომავალი წლის იანვრის დასაწყისში გახდება, როდესაც გუნდი შეიკრიბება. თუმცა, უკვე ახლა გარკვეულია, რომ თბილისელთა რიგებში “ვიტ ჯორჯიას” ექსკაპიტანი გიორგი ჯანელიძე ითამაშებს.