დასავლეთლონდონურ დერბიში “ჩელსიმ” გერმანელი ანდრე შურლეს ჰეთ თრიქით “ფულემს” 3:1 აჯობა და ვინაიდან მისმა კონკურენტმა, “არსენალმა” სტოკში წააგო, უკვე 4 ქულით გაუსწრო. დაკარგული ქულებით “არისტოკრატებს” შეიძლება “მანჩესტერ სიტი” დაეწიოს, თუმცა ამისათვის “ქალაქელებმა” ჯერ ორი თამაში უნდა მოიგონ. “ლივერპულმა” კი სტუმრად “საუთჰემპტონი” გაანადგურა და მეორე ადგილზე დადგა.
დავუბრუნდეთ “ჩელსის” ამბავს. პირველი ტაიმი შედარებით უინტერესო გამოდგა. მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ და აქტიურობდნენ, მაგრამ მე-13 წუთზე მეკარე სტეკელენბურგმა მოგერიებისას ბურთი ტორესს მოარტყა და ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ დატოვა. მართალია, ფერნანდომ ვერ გაიტანა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ საკმარისი იყო სტუმრებს ოდნავ მოემატებინათ და ფულემელები მათ წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდნენ.
ასეც მოხდა. შესვენების შემდეგ ჩელსელები გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდნენ. ორმა კაცმა – ედენ აზარმა და ანდრე შურლემ კი მართლაც სასწაულები აკეთეს. ჯერ იყო და აზარმა თავისი ნახევრიდან გამოზომილი პასით გერმანელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა. მალევე ბელგიელმა საჯარიმოს სიახლოვეს შენიშნა შურლე და 2:0. მესამე გოლისას კი შურლეს ფერნანდო ტორესმა უასისტენტა. ეს ყველაფერი 17 წუთის განმავლობაში მოესწრო.
“შესვენებაზე ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს. გასახდელში შევედი და მალევე გამოვედი. მართლაც, მეორე ტაიმი ჩვენი საუკეთესო სპექტაკლი იყო წლევანდელ სეზონში.” - უთხრა შემდეგ მოურინიუმ BBC-ს. მისმა ოპონენტმა, გერმანელმა ფელიქს მაგათმა კი დასძინა: ჩელსი ძალიან კარგი გუნდია. მათ მოგება უნდოდათ და ლამაზად გაიმარჯვეს. ლიდერებთან მოგებას დღეს ნუ მოგვთხოვთ. უახლოეს მატჩებში კი შედეგს გავაუმჯობესებთო. “ფულემი” კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება.
სტოკის “ბრიტანიაზე” გამართული ბრძოლაც რაღაცით ჰგავდა წინამორბედს. “სტოკ სიტის” და “არსენალს” პირველ ტაიმში არაფერი შეუქმნიათ. მეორეში კი გამოცოცხლდნენ, თუმცა ნათელი იყო, ყველაფერს ერთი გოლი გადაწყვეტდა. ასეც მოხდა. კოშელნის საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი ზუსტად დაარტყა უოლტერსმა. მერე არსენ ვენგერმა ათვალწუნებული მესუთ იოზილიც გაიყვანა მინდორზე, მაგრამ არაფერი შეცვლილა. აი, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ცოტა ცეცხლი კი დაანთო, მაგრამ პარტნიორებმა ვეღარ გააღვივეს და “მეთოფეები” შინ უქულოდ გაემგზავრნენ.
“ნიუკასლი” ეტყობა კრიზისიდან გამოდის. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, რომლის დროსაც “კაჭკაჭებმა” 10 გოლი გაუშვეს და არცერთი გაუტანიათ, ალან პარდიუს ბიჭებმა მიჯრით მეორე შეხვედრაში გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა ფრანგმა მუსა სისოკომ, რომელიც ბოლო დროს ჩრდილში იყო მოქცეული. ერთი ინციდენტიც მოხდა, როცა ანგარიში 3:1 იყო სტუმართა სასარგებლოდ, ბურთი აუტზე გადავრადა, “ჰალის” ნახევარმცველმა დევიდ მეილერმა ტექნიკურ ზონაში მდგარ ალან პარდიუს ახლოს ჩაურბინა, რათა ბურთი აეღო და სწრაფად შეეყვანა თამაშში. ოდნავ ხელიც ჰკრა მას. ამან პარდიუ გააცოფა და მეილერს ყარაჩოხული თავური უთავაზა და სიტუაციაც აირია. პარდიუმ შემდეგ ბოდიში მოიხადა, განგებ არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ მინდორზე ძალიან დამუხტული ვითარება იყო და თავი ვერ შევიკავეო.
დღის გვიან შეხვედრაში კი “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” დაანგრია. თუმცა მომენტები “წმინდანებსაც” ჰქონდათ, ადამ ლალანამ ძელსაც გაარტყა ბურთი. მაგრამ მანმადე ანგარიში რეაქტიულმა სუარესმა მე-16 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში მერსისაიდელებმა ზეწოლა გააძლიერეს და სუარესის გადაცემით გოლი მინდორზე ერთი წუთის შესულმა სტერლინგმა გაიტანა. ბოლოსკენ, უკვე მსაჯის დამატებულ წუთებზე, მასპინძელმა ჟოზე ფონტემ სუარესი საჯარიმოში წააქცია და კაპიტანმა ჯერარდმა უნაკლოდ დაარტყა პენალტი.
ლივერპულელთა დამრიგებელი, ბრენდან როჯერსი მეტად კმაყოფილი იყო პრესკონფერენციაზე: “ სტუმრად “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ყოველთვის ძნელია თამაში, მაგრამ ჩემი ბიჭები შესანიშნავად გაისარჯნენ. 4-2-2 ტაქტიკური სქემა ავირჩიე და ამან გაამართლა, მეტოქეს მოედნის ცენტრში ვაჯობეთ. 3 გოლი გავიტანეთ, მაგრამ 5-6-ის გატანაც შეგვეძლო. დღეს ისევე ვითამაშეთ, როგორც “არსენალთან” ცნობილი მატჩისას (5:1).” – უთხრა როჯერსმა BBC-ს.
ევერტონი – ვესტ ჰემი 1:0 (0:0)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 38 638
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, პინაარი, ბერი, ოსმანი (ლუკაკუ 59), კოულმენი, მაკარტი, ნეისმიტი (ბარკლი 85), დელოფეუ (მაკგიდი 73)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი (რიდი 80), მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი, ტეილორი, ნოუბლი, ჯერვისი (დიამე 66), კარლტონ კოული (ენდი კეროლი 28)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლი: 1:0 ლუკაკუ (81)
გაფრთხილება: ბეინსი (90); ტომკინსი (30)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 2(13)-1(6), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 11-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2
ფულემი – ჩელსი 1:3 (0:0)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 24 577
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, ჰანგელანდი (ბერნი 16), რითერი, დეჟაგა, სიდუელი, პარკერი (კარაგუნისი 79), რიჩარდსონი, კასამი (ჰოლტბი 62), დემპსი, ბენტი
მწვრთნელი: ფელიქს მაგათი
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, რამირესი, მატიჩი, აზარი, ოსკარი (ობი მიკელი 78), ფერნანდო ტორესი (ბა 82), შურლე (დავიდ ლუისი 87)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
გოლები: 0:1, 0:2, 0:3 შურლე (52, 65, 69), 1:3 ჰეიტინგა (74)
გაფრთხილება: დეჟაგა (35), კასამი (48); რამირესი (50)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 2(3)-4(7), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-2
ჰალ სიტი – ნიუკასლი 1:4 (0:2)
ჰალი. “კომუნიქეიშენს სთედიუმი.” 24 903
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როსენიორი, ფიგეროა (კორენი 62), დევისი (ჩესტერი 86), ბრიუსი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი (ალუკო 62), ლონგი, იელავიჩი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ნიუკასლი: კრული, დებიუში, იანგა-მბივა, უილიამსონი, დამეტი, ტიოტე, სისოკო, ანიტა, რემი, გუფრანი, დე იონგი (გოსლინგი 90)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 სისოკო (10), 0:2 რემი (42), 1:2 დევისი (46), 1:3 სისოკო (55), 1:4 ანიტა (90+3)
გაფრთხილება: იელავიჩი (53), მეილერი (72), ჰადლსტოუნი (81); ტიოტე (29), იანგა-მბივა (35)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5(5)-3(3), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-2
სტოკი – არსენალი 1:0 (0:0)
სტოკი. “ბრიტანია.” 26 711
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი (აირლენდი 73), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი (ეთერინგტონი 88)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (ოქსლეიდ ჩემბერლენი 75), არტეტა, კასორლა, უილშირი (სანოგო 81), პოდოლსკი (იოზილი 66), ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლი: 1:0 უოლტერსი (პენ, 76)
გაფრთხილება: პეტერსი (44), უილსონი (78), კრაუჩი (90+5); როსიცკი (53)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 2(2)-1(2), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-3
საუთჰემპტონი – ლივერპული 0:3 (0:1)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 659
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ, დევისი (რამირესი 46), ლალანა, კორკი (ვანაიამა 77), შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი (გალახერი 76)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტლი, ფლენაგანი, ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (სტერლინგი 57), სუარესი, სტარიჯი (იაგო ასპასი 85)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 სუარესი (16), 0:2 სტერლინგი (58), 0:3 ჯერარდი (პენ, 90+5)
გაფრთხილება: ვანაიამა (84); ჰენდერსონი (69), ჯერარდი (86)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 2(5)-3(6), ჯარიმა: 9-6, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2
სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი – გადაიდო
მეგოლეები:
24 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
18 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
13 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), იაია ტურე (3, “სიტი”)