მამადუ დიარა თავდაუზოგავ ვარჯიშს განაგრძობს და იმედოვნებს, რომ მადრიდის “რეალის” ახალი თავკაცი ჟოზე მოურინიო, მას მეტ სათამაშო დროს მისცემს. მას სწამს, რომ გასულ სეზონთან შედარებით, მოედანზე უფრო მეტ დროს გაატარებს და იმედოვნებს, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, “რეალი” ტიტულს მოიპოვებს.
- კარიმ ბენზემას შვებულება დაუმთავრდა და მადრიდში ჩამოვიდა. როგორ შეხვდით მას ვარჯიშზე?
- ეს თემა განსახილველად არასასიამოვნოა. პირადად ჩემი აზრით, კარიმი თავს კარგად გრძნობს. ის ყველასთან ურთიერთობდა, ბევრს იცინოდა და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მერე ბრწყინვალედ ივარჯიშა, ჩანს, კარგ ფორმაშია და ჩვენც მხოლოდ ეს გვინდა.
- ერთი კვირის წინ მოურინიოსთან რა საკითხზე გქონდათ საუბარი?
- საუბარი სპონტანურად შედგა. მას მიზანმიმართულად არ შევხვედრივარ, უფრო მეტიც, არც კი ვიცოდი იმ დროს ბაზაზე თუ იქნებოდა. ვალდებებასში სავარჯიშოდ მივედი და მერე იქაურობა მალევე დავტოვე, რადგანაც ბანკში მქონდა შეხვედრა.
- თქვენს მომავალზე რას იტყვით?
- ალალი ადამიანი ვარ და მუდამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. სიმართლეს გეტყვით და არც კი ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. არავინ იცის რა მოხდება ხვალ და ფეხბურთშიც ყველაფერი სწრაფად იცვლება. მოურინიოსთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ვფიქრობ, თამაშის შანსი მექნება. მისი ტაქტიკა ერთი წლის “ინტერში”, სამი წლის წინ კი “ჩელსიში” ვნახე. ამრიგად, დიარას მომავალი მხოლოდ დიარაზეა დამოკიდებული და არა სხვაზე. მუდამ ფორმაში უნდა ვიყო და საკუთარ შანს ველოდო. არ მსურს გასული წლის მსგავსად მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. თამაში მწყურია და ვცდილობ, ვარჯიშებზე თავი გამოვიჩინო.
- “რეალმა” სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა?
- გასულ სეზონში კლუბმა ვარსკვლავები შეიძინა და ვერაფერი მოვიგეთ. ჩემი აზრით, ათი მუშა ფეხბურთელი უმჯობესია, ვიდრე ოთხი ვარსკვლავი.
- რას ელით მომავალი სეზონისგან?
- არ ვიცი ჩემპიონობისთვის ისევ მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს თუ სხვა პრეტენდენტებიც იქნებიან. გასული სეზონი უცნაური გამოდგა, რადგანაც პირველ ორსა და დანარჩენ გუნდებს შორის, უდიდესი სხვაობა იყო. უკვე ორი წელია არაფერი მოგვიგია და ვიმედოვნებ, მომავალი სეზონი წარმატებული იქნება.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა