ფეხბურთი

19:53 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიაკვნიშვილმა “იელგავას” მიაშურა

გიორგი დიაკვნიშვილი ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) კლუბ “იელგავაში” ისინჯება. ამის შესახებ ლატვიური ინტერნეტპორტალი sportacentrs.com-ი იუწყება.

2011 წლიდან მოყოლებული 26 წლის ქართველი ნახევარმცველი რიგის “დაუგავაში” თამაშობდა, რომელის რიგებში 49 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

მართალია, გასულ სეზონში მან “დაუგავაში” 22-ჯერ ითამაშა, მაგრამ ხსენებული პორტალის ინფორმაციით, მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს და ამიტომ, კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

რიგელთა მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ბეშკარევს იმედი აქვს, რომ დიაკვნიშვილი გუნდში დარჩება. 

0.128279