ფეხბურთი

16:17 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიაკვნიშვილის ქულა

ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 27-ტურში, “იურმალამ”, რომელშიც გიორგი დიაკვნიშვილი ასპარეზობს, შინ “დაუგავპილსს” ვერ მოუგო – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. “იურმალა” 8 ქულით 10 გუნდში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.

ლიტვის A ლიგის 24-ე ტურში, კლაიპედას “გრანიტასმა” გასვლაზე “შიაულიაის” 2:1 მოუგო. გიორგი ალავერდაშვილი კლაიპედელების 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. “გრანიტასი” 29 ქულით 10 გუნდში მეშვიდეა.

0.124469