ფეხბურთი

12:31 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიაკვნიშვილი ლატვიის ჩემპიონატის ლიდერებშია

 

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში, რიგის “დაუგავამ”, სადაც გიორგი დიაკვნიშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე “იელგავას” 1:0 აჯობა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

“დაუგავას” 34 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-2 ადგილზეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, “ტაურასმა”, რომლის რიგებშიც ირაკლი თვალავაძე ირჯება, გასვლაზე “შიაულიაისთან” 1:3 წააგო. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

“ტაურასი” 4 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-9 ადგილზეა.

პორტუგალიის ლიგის თასზე, “ოლივეირენსე”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, შინ “შავეშთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

“ოლივეირენსე” ლიგის თასზე 4 ქულით ხუთგუნდიან D ჯგუფში ბოლო ადგილზეა.


0.123749