ფეხბურთი

12:07 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიაბი მოედანს დაუბრუნდა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა აბუ დიაბიმ მუხლის სერიოზული ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს.

“დიაბი სრულფასოვან ვარჯიშებს ატარებს და თავს ბრწყინვალედ გრძნობს. მის თამაშს ჩვენი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში დავაკვირდებით. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვათამაშოთ თუ არა პრემიერლიგაში”, - განაცხადა ვენგერმა.

ცნობისათვის, დიაბი 2013 წლის მარტში, “სუონსისა” და “არსენალის” დაპირისპირებაში დაშავდა.

 

0.117141