ფეხბურთი

20:19 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი სტეფანოს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

 

ეპსანური პრესის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ალფრედო დი სტეფანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთული, მაგრამ სტაბილურია.

დი სტეფანო საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. მას, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონის სიახლოვეს, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარებამ 88 წლის დი სტეფანო საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანა. მას შემდეგ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ექიმების თქმით, სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება ხერხდება.

0.11455