ფეხბურთი

21:46 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი სტეფანო არ გამორიცხავს, რომ ფეხბურთი რომის პაპთან უთამაშია

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო არ გამორიცხავს, რომ ბავშვობაში, მას ფეხბურთი ხორხე მარიო ბერგოლიოსთან, ახლა უკვე რომის პაპ ფრანსისთან უთამაშია.

ალფრედო დი სტეფანო და ამჟამინდელი რომის პაპი არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს აირესში დაიბადნენ. დი სტეფანო ქვეყანას 1926 წელს მოევლინა, ხოლო პაპი ფრანსისი 10 წლის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ რომის პაპი ფეხბურთის გულშემატკივარია, გამორიცხული ნამდვილად არაა, რომ ბავშვობაში, ბუენოს აირესის ქუჩებში, მას ბურთი დი სტეფანოსთან ერთად ეგორებინოს.

“სავსებით შესაძლებელია, რომ ქუჩაში, ფეხბურთი რომის პაპთან ერთად მითამაშია. სამეზობლოში, ბიჭები დილიდან შებინდებამდე ვთამაშობდით ხოლმე.

ამ კითხვით თავად მას უნდა მიმართოთ, რადგან იმ დროისთვის, უკვე ცნობილი ვიყავი. მაშინ, “რივერ პლეიტის” აკადემიაში ვირიცხებოდი და ყველა მიცნობდა.” – ციტირებს დი სტეფანოს სიტყვებს Reuters-ი.

0.10452