ფეხბურთი

15:14 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალემ პენსიაზე გასვლა გადადო

“უდინეზეს” ლიდერმა ანტონიო დი ნატალემ საფეხბურთო კარიერის დასრულება ერთი წლით გადადო. ამის შესახებ მან იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან განაცხადა.  

დი ნატალე თქმით, კლუბის მეპატრონემ ჯანპაოლო პოცომ დააწყნარა და პენსიაზე გასვლა ერთი წლით გადააფიქრებინა:

 “უდინეზესთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. გასულ ხუთშაბათს ჯანპაოლო პოცოსთან ოფისში ვიყავი და მომავლის გეგმებზე ვსმჯელობდით. გამომდინარე იქიდან, რომ გვიდოლინი კლუბიდან წავიდა, მაინტერესებდა მომავალში რა გველოდა. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ დავრჩენილიყავი, რის შემდეგ, შვებულებაში წავედი” – თქვა 36 წლის დი ნატალემ.

დი ნატალე “უდინეზეში” 2004 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 387 მატჩში 205 გოლი გაიტანა.

0.109973