ფეხბურთი

3:26 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალემ „მილანთან“ გატანა გაიხსენა და „უდინეზეს“ მოაგებინა

ანტონიო დი ნატალეს, რომელიც „მილანის“ კარში გოლების გატანის დიდი მოყვარულია, „როსონერისთან“ ბოლო სამ მატჩში თავი გამოჩენილი არ ჰქონდა. ვეტერანმა თავდამსხმელმა ეს წარუმატებელი სერია შაბათს შეწყვიტა, როდესაც უდინეში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ბოლო 4 მატჩში პირველად მოაგებინა.

დი ნატალემ ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე, მასპინძელთა მიერ კარგად გათამაშებული კომბინაციისა და ფერნანდესის გადაცემის შემდეგ, ცარიელ კარში გაიტანა. „მილანთან“ მატჩში მან თავი უკვე მეთორმეტედ გამოიჩინა. ამაზე უკეთესი შედეგი მას მხოლოდ „რომასთან“ და „ლაციოსთან“ აქვს (13-13 გოლი).

 

უდინეზე-მილანი 1:0 (0:0)

უდინე, “ფრიული” 12000

უდინეზე (4-4-1-1): სკუფეტი, ვიდმერი, ორტო, დომიცი, ბუდნიჩი, პინცი (ბადუ 85), ალანი, ფერნანდესი, გაბრიელი, პერეირა (ბასტა 89), დი ნატალე (მურიელი 77).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, საპატა, მექსე, ემანუელსონი, მონტოლივო, მუნტარი (ტაარაბტი 71), ჰონდა, ბირსა (ესიენი 57), რობინიო (ბალოტელი 63), პაცინი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლი: 1:0 დი ნატალე (67).

გაფრთხილებები: ფერნანდესი 12 - მუნტარი 11, დე შილიო 18, მექსე 51.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 14 (3)-15 (5), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-2, ჯარიმა: 12-11.

 

კატანია-კალიარი 1:1 (0:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (4-3-3): ანდუხარი, პეცური, სპოლი (მონსონი 86), როლინი, ბირაგი, ისკო, ლოდი, რინაუდო, კეკო (ლეტო 59), ბერგესიო, ბარიენტოსი (ფედატო 59).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, ასტორი, როსეტინი, აველარი, დესენა, კონტი, ვეჩინო, ეკდალი (კოსუ 70), საუ (ერიკსონი 75), ნენე (პერიკო 85).

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.

გოლები: 0:1 ვეჩინო (53), 1;1 ბერგესიო (62).

გაფრთხილებები: კეკო 31, ბარიენტოსი 50, ბერგესიო 66 - აველარი 26, ასტორი 83, ავრამოვი 90+2

გაძევება: აველარი 73.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 18 (3)-9 (3), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 6-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 18-18

0.161304