ფეხბურთი

12:47 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე "მილანისკენ" მიიწევს

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “უდინეზეს” კაპიტანი ანტონიო დი ნატალეა. ამის შესახებ Sportmediaset-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ოთხშაბათს, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა დი ნატალეს მის აგენტთან ერთად შეხვდნენ. უახლოეს მომავალში, 35 წლის იტალიელი “უდინეზეს” პრეზიდენტ ჯამპაოლო პოცოს შეხვდება და თავის გეგმებს გააცნობს.

აღსანიშნავია, რომ დი ნატალეს უდინელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

 

0.120385