„ლაციოს“ უდინეში 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, რისი მიზეზიც „უდინეზეს“ ლიდერი ანტონიო დი ნატალეა. „ფრიულიზე“, ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 6 თამაშიდან ვეტერანმა თავდამსხმელმა თავი ყველაში გამოიჩინა, სულ 8 გოლი გაიტანა და გუნდს 8 ქულა მოუტანა. დი ნატალემ გადაწყვიტა „უდინეზესა“ და „ლაციოს“ დაპირისპირების ბედი ამჯერადაც. უდინეში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგიდან სილვას ჩაწოდების შემდეგ, დი ნატალემ აკრობატულ ნატხომში დაარტყა და გუნდს 3 ქულა ეფექტურად მოუტანა. ამ დარტყმის წყალობით, „უდინეზემ“ ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო. რაც შეეხება „ლაციოს“ - რომაელებს უკანასკნელ 3 თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვთ. გუნდების მიერ ბოლო დროს ნაჩვენები ურთიერთსაპირისპირო შედეგების წყალობით, „უდინეზე“ „ლაციოს“ ქულებით გაუთანაბრდა.
ჯენოა-ატალანტა 1:1 (1:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 18000
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მანფრედინი, მორეტი (ნადარევიჩი 63), კუცკა, მათუსალემი, ანტონელი, ბერტოლაჩი, ფლორო ფლორესი (იმობილე 59), იანკოვიჩი (რიგონი 73).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, სკალონი, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო, ბრივიო (რადოვანოვიჩი 82), ჩიგარინი, ბიონდინი, ბონავენტურა, მორალესი (ჯორჯი 66), ლივაია (პარა 72).
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 ფლორო ფლორესი (6), 1:1 დელ გროსო (8).
გაფრთხილებები: ბერტოლაჩი 15, ფლორო ფლორესი 24, მანფრედინი 80, პორტანოვა 83 - სკალონი 17, ბიონდინი 25, ლივაია 46, ლუჩინი 64, ბონავენტურა 69.
მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13 (4)-3 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 16-27.
უდინეზე-ლაციო 1:0 (1:0)
უდინე, “ფრიული” 16000
უდინეზე (3-4-3): ბრკიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ლაცარი, სილვა, პერეირა, დი ნატალე (რანეგიე 80), ზიელინსკი (ბადუ 85).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ლაციო (3-4-3): მარკეტი, სიანი, დიასი, ბიავა, სტანკევიჩუსი (ედერსონი 61), ლედესმა (ერნანესი 60), ონასი, გონსალესი, კანდრევა, კლოზე, მაური (ფლოკარი 73).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გოლი: 1:0 დი ნატალე (19).
გაფრთხილებები: ლაცარი 54, დომიცი 68 - ლედესმა 55, ედერსონი 70, გონსალესი 82.
მსაჯი: მარკო გუიდა.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 8 (4)-5 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 13-12.