“უდინეზეს” თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ “ვერონასთან” მატჩის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთიდან წავა.
“საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ბუცების ლურსმანზე დაკიდების თაობაზე ოჯახის წევრებს მოვეთათბირე და აგენტს ვამცნე. ივნისში წერტილს დავსვამ. საფეხბურთო კარიერის ბოლო სეზონს ვატარებ”, - განაცხადა ანტონიომ, რომელიც ფრიულთა კლუბში 2004 წლიდან ბურთაობს.
2010 და 2011 წლებში დი ნატალემ შესაბამისად 29 და 28 გოლი გაიტანა და სერია A-ს ბომბარდირი გახდა. ანტონიო 191 ბურთით “უდინეზეს” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია, 2010-ში კი იტალიის წლის უძლიერეს ფეხბურთელად დაასახელეს.