იტალიური “უდინეზეს” კაპიტანსა და ლიდერს, ანტონიო დი ნატალეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც, შესაძლოა, მან სერია A-ს ბოლო ტურში ვერ ითამაშოს.
დი ნატალემ ტრავმა “ატალანტასთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც მან თავი დუბლით გამოიჩინა. ცნობილი გახდა, რომ 35 წლის თავდამსხმელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და შესაძლოა, მან “ინტერთან” გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.
“უდინეზესთვის”, სერია A-ს ბოლო ტური ძალზე მნიშვნელოვანია. უდინელები ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და მე-5 პოზიციის შესანარჩუნებლად მათ მილანში მოგება ჭირდებათ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 თამაშში დი ნატალემ 22 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩება.