არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ანხელ დი მარიამ ევროპული გრანდების ყურადღება "როსარიო სენტრალში" თამაშით დაიმსახურა და შემდეგ ლისაბონის "ბენფიკასა" და მადრიდის "რეალში" ასპარეზობდა.
ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბს არასდროს დაივიწყებს და ერთ დღესაც დაბრუნდება.
"როდესაც ხალხი მეკითხება თუ რას ვაპირებ მომავალში, ყოველთვის ვამბობ, რომ "როსარიო სენტრალში" დავბრუნდები. ეს კლუბი ჩემ გულში ყოველთვის იარსებებს. ველაპარაკე ეზეკიელ ლავესის და ხავიერ მასკერანოს და შესაძლოა არგენტინულ კლუბში ერთადაც დავბრუნდეთ", - განაცხადა დი მარიამ.
"როსარიოს" მაისურით არგენტინელმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე