ფეხბურთი

18:22 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას პსჟ-ს პრემიერლიგა ურჩევნია

ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემის, L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალსა” და პსჟ-ს შორის ანხელ დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის მიზეზი ფეხბურთელის სურვილია.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დი მარია “რეალის” წარმომადგენლებს პსჟ-ში გაშვებას სთხოვდა, ხოლო მადრიდელები მზად იყვნენ არგენტინელი შემტევი 70 მილიონად გაეყიდათ.

ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, დი მარიას პრიორიტეტი არა “პარი სენ ჟერმენში”, არამედ პრემიერლიგაში თამაშია. მის მიმართა ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს, მაგრამ ფეხბურთელი “წითელ ეშმაკებს” იმის გამო იწუნებს, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს. დი მარიას, სხვა ინგლისური გუნდისგან წინადადება, ჯერჯერობით, არ მიუღია.

0.128377