ფეხბურთი

15:00 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას მსურველების რიგი დაუდგა

 

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას გეგმავს. “მარკას” ცნობით, 26 წლის არგენტინელი არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გარემოს გამოცვლა სურს.

სამხრეთამერიკელ გარემარბს მსურველები არ აკლია – მისი შეძენა “მონაკოს”, “პარი სენ-ჟერმენს”, “მანჩესტერ სიტის” და ლონდონის “არსენალს” სურთ. დი მარიას ტრანსფერი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული. არგენტინელი გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, დი მარიამ “რეალის” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 15 საგოლე პასით გამოირჩა.

0.119011