არგენტინის ეროვნული ნაკრების და ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, ანხელ დი მარიას აგენტი, ბოლო დროინდელ ჭორებს უარყობს. საქმე ის გახლავთ, რომ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ დი მარია მაღალ ანაზრაურებას მოითხოვდა.
"მსოფლიო ჩემპიონატამდე, "რეალს" დი მარიასთვის შეთავაზება არ გაუკეთებია და არც არგენტინელს უთხოვია წელიწადში 8 მილიონი ევრო. დი მარია კლუბის დატოვებას არ აპირებდა თუ მადრიდელები უფრო მეტს გადაუხდიდნენ." - განაცხადა ეუხენიო ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" 75 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
გიორგი ბალახაძე