ფეხბურთი

10:44 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას აგენტები “მანჩესტერზე” და პსჟ-ზე მუშაობენ

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალის” გარემარბმა ანხელ დი მარიამ კლუბი შეიცვალოს. Mirror-ის ცნობით არგენტინელის აგენტებმა თავიანთი კლიენტი ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” შესთავაზეს.
ამათ გარდა, ნახევარმცველისადმი ინტერესს მილანის “ინტერიც” იჩენს. ამგვარად, თუკი დი მარია მადრიდიდან აბარგებას მოისურვებს, კარიერის ძლიერ კლუბში გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ექნება.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი “რეალში” არსებული სათამაშო დროითაა უკმაყოფილო და გუნდის შეცვლის ვარიანტსაც ამიტომ განიხილავს.

0.128493