ფეხბურთი

14:36 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიამ "რეალში" დარჩენის მიზეზები ახსნა

 

ანხელ დი მარიას განცხადებით, მან "რეალში" დარჩენა ეზეკიელ ლავეცისთან და კარლო ანჩელოტისთან დისკუსიის შემდეგ გადაწყვიტა. არგენტინელი ნახევარმცველი ამ ზაფხულს მადრიდული კლუბიდან წასასვლელად მზად იყო, თუმცა შემდეგ კლუბში დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არჩია.

"დარჩენა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ახალი ფეხბურთელები მოდიოდნენ. ვაცნობიერებდი, რომ გუნდში თავს კარგად ვგრძნობდი და კარგ სათამაშო ფორმაში ვიყავი. ბევრი ვესაუბრე პოჩოს (ეზეკიელ ლავეცი) და ბოლოს მან მკითხა: ნამდვილად გინდა წახვიდე გუნდიდან? ანჩელოტიმ კი მითხრა, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, მზად ვიყავი ადგილისთვის საბრძოლველად" _ ციტირებს Goal.com არგენტინელის სიტყვებს.

დი მარიამ კომენტარი გონსალო იგუაინის ტრანსფერზეც გააკეთა: "იგუაინმა გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანა, თუმცა მედია მას მაინც აკრიტიკებდა და შესაძლოა, ამის გამოც დატოვა კლუბი".

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ლონდონის "არსენალი" მზად იყო არგენტინელში 30 მილიონი ევრო გადაეხადა.

გიორგი ბალახაძე

0.116922