ფეხბურთი

18:28 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია პსჟ-ში გაშვებას ითხოვს

 

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება და კარიერის “პარი სენ-ჟერმენში” გაგრძელება სურს. ამის შესახებ მადრიდული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, დი მარიას წინადადება “მანჩესტერ იუნაიტედისგანაც” აქვს, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლით დაინტერესებული არაა. არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, რისი საშუალებაც “წითელი ეშმაკების” რიგებში არ მიეცემა.

მანჩესტერელებიც და პარიზელები დი მარია სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ “რეალი” 70 მილიონს ითხოვს.

0.123985