მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია, შესაძლოა, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდეს. ამის შესახებ A Bola-ზე დაყრდნობით იუწყება AS-ი.
არგენტინელი გარემარბის პორტუგალიელმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დაადასტურა, რომ დი მარიას პარიზში გადაბარგების ალბათობა მართლაც დიდია. სავარაუდოდ, ფრანგებს ნახევარმცველის ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ზემოთთქმულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, დი მარიას ტრანსფერზე გარკვეულწილად დამოკიდებულია კარლო ანჩელოტის საკითხიც. მოგეხსენებათ, “რეალი” ჟოზე მოურინიოს შემცვლელად სწორედ პარიზელთა ამჟამინდელ თავკაცს განიხილავს.
მადრიდელები დი მარიას შეცვლას “სევილიელი” ხესუს ნავასით გეგმავენ.