მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მისი “იუვენტუსში” შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მან არ იცის, ვისთან აწარმოებს მისი აგენტი მოლაპარაკებებს.
“ჩემს აგენტს ვთხოვე, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ არაფერი მითხრას. არ მინდა ვიცოდე, როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა. ახლა ამის დრო არაა. სრულად ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.” – ციტირებს დი მარიას სიტყვებს Marca.