ფეხბურთი

10:47 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია “გალათასარაის” მიუახლოვდა

 

მადრიდის “რეალის” არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია უახლოეს პერიოდში შესაძლოა სტამბოლის “გალათასარაის” შეუერთდეს.

Hurriyet-ის ცნობით, კლუბებმა 25 წლის შემტევი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

“სამეფო კლუბი” დი მარიას გაყიდვით 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს და ლონდონის “არსენალისგან” შეთავაზებული 30 მილიონი არასაკმარისად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ლომებმა” ესპანელებს თუ მთლად 40 მილიონი არა, მასთან მიახლოებული თანხა შესთავაზეს.

მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, რადგან თავად ფეხბურთელს თურქულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა არ განუცხადებია. დი მარიამ პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

 

0.114448