ფეხბურთი

17:06 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიომ “სუინდონი” დატოვა

წარსულში ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ, რომელიც ბოლო დროს ინგლისში მუშაობდა და “სუინდონს” ავარჯიშენდა, დაკავებული თანამდებობა დატოვა.
BBC-ის ცნობით, ამის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობა გახდა, რომელმაც 44 წლის იტალიელს რამდენიმე დანაპირები არ შეუსრულა. დი კანიომ განაცხადა, რომ გუნდში მისი როლი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ მეტ რიჩი მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდა.
გარდა ამისა, მფლობელის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ამჟამად კლუბში არასტაბილური ფინანსური მდგომარეობაა და შესაძლოა, დი კანიოს გადაწყვეტილების მიზეზი ესეც იყოს. იტალიელმა “სუინდონი” 2011 წლის მაისში ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდი მეორედან პირველ ლიგაში გადაიყვანა. “სუინდონმა” მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო, 55 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონშიპის საგზურისთვის იბრძვის.
 

თეგებიდი კანიო
0.069768