სხვა

2:13 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საქართველო-ისრაელია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 26 დეკემბერს თელ ავივში ჩაფრინდა და საღამოს უკვე პირველი ვარჯიშიც გამართა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი ხელბურთელები მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

28 დეკემბერს რიშონში მე-2 სპარინგ-შეხვედრაა დაგეგმილი და ის სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

29 და 30 დეკემბერს გუნდი ორჯერ ივარჯიშებს, მოინახულებს იერუსალიმს, 31 დეკემბერს კი უკვე ანკარას ეწვევა, სადაც 2 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშია თურქეთის ნაკრებთან.

მომავალი თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ).

ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი).

უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ას სადი, ლიბ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე.

კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ).

მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რასიჩი (სრბ).

მწვრთნელები: ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე.

ექიმი: ლევან ლინნიკი.

0.151067