კალათბურთი

17:44 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დღეს რიკი ჰიკმანის დებიუტია

ქართველ კალათბურთელები ევრობასკეტის არენას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში მოსინჯავენ


დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის დროით 21:00 საათზე მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს. სლოვენიის ქალაქ ცელიეში, ”ტრიგლავ არენაზე”, სადაც 4 სექტემბრიდან ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ითამაშებენ, ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი – იგორ კოკოშკოვის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში შევეხმიანეთ ეროვნული ნაკრების გენერალურ მენეჯერ პაატა ლობჟანიძეს, რომელმაც მოახლოებული თამაშის შესახებ გვიამბო...

- ცელიეში 17:00 საათზე გავემგზავრებით, თამაში კი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ბოსნიელების შესახებ ინფორმაცია, თუ რა შემადგენლობით იქნებიან, არ გვაქვს, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, რომელიც მწვრთნელებმა გუნდის შესაკვრელად და შესათამაშებლად უნდა გამოიყენონ.

- ცელიეში თამაშის დანიშვნა წინასწარ გათვლილი იყო?

- მოგეხსენებათ, ბოსნიასთან 2 მატჩს ვმართავთ – დღეს და ხვალ. დღეს ცელიეში ვითამაშებთ, ხვალ კი – იესენიცეში, სადაც ევრობასკეტზე იმ ჯგუფის მატჩები გაიმართება, სადაც ბოსნია თამაშობს. ეს წინასწარ დაგეგმილი იყო, რათა ორივე გუნდს იმ დარბაზში გვეთამაშა, სადაც ოფიციალური მატჩები გველის. დღეს მასპინძლებად ჩვენ ვითვლებით, ხვალ კი, იესენიცეში ბოსნიელები იქნებიან მასპინძელთა როლში.

- იტალიაში ჩატარებულ 3 საკონტოლო მატჩში არ უთამაშია ნატურალიზებულ ამერიკელ რიკი ჰიკმანს...

- მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ჰიკმანი დღეს ითამაშებს. რიკიმ საკმაო ხანი დაჰყო ნაკრებთან ერთად და კომბინაციებშიც გაერკვა. ასე რომ, ველოდებით მის დებიუტს.

- გუნდში ტრავმების მხრივ როგორი სიტუაციაა?

- ყველა ჯანმრთელადაა. იტალიური ტურნირის შემდეგ ნიკა ცქიტიშვილს ფეხი აწუხებდა, თუმცა საგანგაშო არაფერი იყო და ის უკვე სრულ მზადყოფნაშია.

www.gbf.ge

0.12122