დღეს დუდუ დადიანის დაბადების დღეა. ეროვნული ნაკრებისა და “ვითას” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, კარიერის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დუდუ დადიანი დღეს 45 წლის გახდებოდა.
ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური კალათბურთელი 2002
დადიანის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება დუდუს მეგობრების და თანაგუნდელების მონაწილეობით. შეხვედრაში ძირითადად დადიანის თაობის კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დუდუს პატივსაცემად 13-ნომრიანი მაისურებით ითამაშებენ.
ცნობილი კალათბურთელი გასულ დღეებში მისმა მეგობრებმა მედიასივრცეში გაიხსენეს. პირველი არხის სპორტულ თოქ-შოუ “არენაში” მიწვეულები იყვნენ დადიანის თანაგუნდელები და მეგობრები: პაატა გურასპაული და მამუკა ტურაშვილი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო 102.4-ში, ელენე ბილიხოძის გადაცემა “ესტაფეტაში” დადიანი ზვიად კოტრიკაძემ და დავით უსტიაშვილმა გაიხსენეს.
დღეს, 18:00 საათზე, დუდუ დადიანის მეგობრები, თანაგუნდელები, ახლობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები სკოპრტკომპლექს “არენაში” შეიკრიბებიან, სადაც ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს გაიხსენებენ და ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ.
www.gbf.ge