ფეხბურთი

0:11 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დღეს “დინამო”-“კლუჟია”

ავსტრიული მოსამზადებელი ეტპის მორიგ, რიგით მესამე სპარინგს დინამოელები დღეს რუმინულ “კლუჟთან” გამართავენ. შეხვედრა კირჰდორფის საფეხბურთო მოედანზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის “დინამოს” კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

1907 წელს დაარსებულმა კლუბმა სახელწოდება 13-ჯერ შეიცვალა. 2006 წლის შემდეგ გუნდს ჩFღ ჩლუჯ ეწოდება. “კლუჟი” საშინაო შეხვედრებს 1973 წელს აგებულ სტადიონზე ატარებს, რომელიც რუმინელი ლეგენდარული მწვრთნელის კონსტანტინ რედელსკუს სახელობის არის და 23 500 მაყურებელს იტევს.

2013 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს მირჩა რედნიკი იკავებს, რომელმაც თავის სამწვრთნელო კარიერაში ორ-ორჯერ მოიგო რუმინეთის ჩემპიონატი და თასი, 3-ჯერ კი – ქვეყნის სუპერთასი.

“კლუჟი” პირველი არადედაქალაქური გუნდი იყო, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატის მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოახერხა. თბილისელთა მომავალმა სპარინგ მეტოქემ რუმინეთის ჩემპიონატი 3-ჯერ (2007/208, 2009/2010,  2011/2012) მოიგო, ასევე 3-ჯერ (2007/2008, 2008/2009, 2009/2010) აქვს მოგებული რუმინეთის თასი, 2-ჯერ კი (2009 და 2010 წელს) ქვეყნის სუპერთასზე იმარჯვა.

რუმინული კლუბი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დაპირისპირებაში მილანის “ინტერთან” დამარცხდა.

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა რუმინელებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა გერმანიის მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელთან, “ვაკერ ბურგჰაუზაენთან” გამართეს და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლიეს.

www.fcdinamo.ge

0.119314