ფეხბურთი

11:06 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღე გრანდების გარეშე

მადრიდში ხუთი გოლი გავიდა. ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივარს არ მოუწყენია. პირველი გოლი სტუმართა ჯარიმას მოჰყვა. ალბასარმა  ბურთი კარგად დაატრიალა და კარგი გოლი გამოვიდა. მთლად ისეთი ვერა ვან ჰოიდონკს რომ შეშურებოდა, თუმცა ხიბლი ჰქონდა.

გამათანაბრებელი გოლი ტაიმის მიწურულს კაკუტამ შეაგდო. ეს გოლი ტიერი ანრის სტილში გაიტანა, რამდენიმე წამში ფიზიკური სიძლიერით, სისწრაფითა და ძლიერი დარტყმით მცველებსა და მეკარეზე უპირატესობა მოიპოვა. სულ ეს იყო.

მეორე ტაიმში “ელჩემ” კვლავ გაიტანა. ჯონათასი კარგად გაძვრა მცველებში, მის თანამემამულე რონალდოს რომ უყვარდა ისე მოიქცა. დარტყმა კარგი გამოვიდა – დაბალი ბურთი მეკარისგან მაქსიმალურად შორს და ძელთან ახლოს.

70-ე წუთზე მოსქუერამ შორიდან დაარტყა. ალბასარის მსგავსაც სტუმართა მესამე გოლიც მარცხენა ფეხიდან დარტყმულს მოჰყვა, მაგრამ ვერ გამოვიდა კარგი გოლი. მეკარეს უფრო ევალებოდა აღება, ვიდრე მოსქუერას გატანა.

“რაიომ” ორი ბურთის გაქვითვა ვერ მოახერხა, ერთი კი შეაგდო დამატებით წუთებში თერთმეტმეტრიანით. ბუენომ გაიტანა. ბუენო მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილია, ძირითად გუნდშიც ითამაშა ერთი-ორჯერ, თუმცა დიდხანს არ დარჩენილა სამეფო კლუბში. ცოტა ხანი გიო ქინქლაძის ყოფილ გუნდ “დერბი ქაუნთშიც” ითამაშა.

“ვალენსიას” აღარ ჰყავს აიმარი, მაგრამ ჰყავს პიატი – შეგვიძლია ეს სიტყვები ვთქვათ და თავი დავიმშვიდოთ, როცა კუპერისა და ბენიტესის დროინდელ ღამურებს დღევანდელობას ვადარებთ. ეს ფრაზა ქომაგისთვის სანუგეშო მგონია, რადგან “ვალენსია” უფრო არგენტინული კლუბია ვიდრე ესპანური.

“ესპანიოლს” პირველმა პაბლო პიატიამ შეუგდო. არგენტინულ დასაწყის ესპანური გაგარძელება მოჰყვა. ნუნო სანტოს გუნდი უფრო ძლიერია და ამ დასკვნის გამოტანისთვის მატჩის ყურება აუცილებელი არ არის, შეხვედრის სტატისტიკური მიმდინარეობითაც ვხვდებით.

დღის ბოლოს ბაკას თერთმეტმეტრიანით და ვიდალის გოლით “სევილიამ” მოიგო. მიმდინარე სეზონში უნაი ემერის გასულის მსგავსად კარგი გუნდი ჰყავს. ამ ტურამდე პრიმერაში წაგების გარეშე თამაშობდნენ და ესეც გაგარძელდება მომდევნო შაბათ-კვირამდე.

გაიხარა სევილიელმა დალაქმაც და როგორც ესპანურ პრესას განუცხადა მოგვრილი სიხარულის აღსანიშნავად ხვალ დასვენებას აპირებს, უთქვამს ნადიმი უნდა გავმართო და ყველა ქალაქელი დალაქი მივიპატიჟოო. ასე რომ თმის შეჭრა ხვალ სევილიის ქუჩებში ძალზე რთულია საქმე იქნება. სახუმარო ამბავია.

ტური ხვალ დასრულდება ეიბარში, ხოლო დღის ბოლო მატჩში “გრანადამ” და “ვილიარეალმა” გოლის გარეშე დაასრულეს თამაში. ჯერ ჩემპიონატი არ გახურებულა, მაგრამ მაინც ვთქვათ, ორივე კლუბი ათეულშია, რაც კარგი დასაწყისია.

 

“რაიო ვალეკანო” – “ელჩე” 2:3 (1:1)

 მადრიდი. “დე რაიო ვალეკანო.” 9521

რაიო ვალეკანო: ალვარესი, ზე კასტრო, ინსუა, ტიტო, ბა (პოზუელო 62), აკინო (მანუჩო გონსალვესი 73), ტრაშორასი, კაკუტა, რაულ ბაენა, ბუენო, ლეო ბაპტიშტაო (ალექს ორენო 84)

მწვრთნელი: პაკო ჟემეზი

ელჩე: ტიტონი, ლომბანი, სუარესი, ალბასარი, როკო, ადრიანი, მოსქუერა, როდრიგესი (ფაირი 88), კორო ( პასალიჩი 80), ჯონათასი, ვიქტორ როდრიგესი (ალვარო ხიმენესი 71)

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0-1 ალბასარი (37), 1-1 კაკუტა (45), 1-2 ჯონათასი (55),  1-3 მოსქუერა (69), 2-3 ბუენო (თერთმეტმეტრიანი 90+1)

მსაჯი: ინაკი ბიკანდი

გაფრთხილება: ბა (7), ლომბანი (50), ზე კასტრო (53), ალვარო ხიმენესი (71)

ბურთის ფლობა:71%-29%  დარტყმა: 14-12  ჯარიმა: 27-15 კუთხური: 4-5 თამაშგარე სეივი: 2-2

 

“ვალენსია” – “ესპანიოლი” 3:1 (1:0)

ვალენსია. “მესტალია.” 38 500

ვალენსია: დიეგო ალვესი, ბარაგანი, ოტამენდი, ვეზო, ფუეგო, პარეხო, გაია, გომესი, პიატი (ჟილი 82), როდრიგო (ფეგული 67), ალკასერი (იბანიესი 86)

მწვრთნელი: ნუნო ესპირიტო სანტო

ესპანიოლი: კიკო კასილა, კოლოტო, არბილა, ლოპესი, გონსალესი, სანჩესი (კანასი 80), სევილია, აბრაჰამი (ვასკესი 46), მონტანესი, გარსია, სტუანი (კაისედო 66)

მწვრთნელი: სერხიო სორიანო

გოლები: 1-0 პიატი (7), 2-0 პარეხო (63), 3-0 პაკო (73), 3-1 გარსია (თერთმეტმეტრიანი, 90+1)

მსაჯი: კლოს გომესი

გაფრთხილება: ალვარო გონსალესი (75), ბარაგანი (82)

ბურთის ფლობა: 55%-45% დარტყმა: 11-8  ჯარიმა: 17-15 კუთხური:7-8 თამაშგარე: 1-4  სეივი: 2-3

 

“სევილია” – “ხეტაფე” 2:0 (1:0)

სევილია. “რამონ სანჩეს პისხუანი.” 34 600

სევილია: რიკო, პარეხა, ტრემოულინასი, კარიკო, კოკე (ფიგუეირასი 73), იბორა, კრიჩოვიაკი, ვიდალი, ვიტოლო, დენის სუარესი (ბანეგა 73), ბაკა  (იაგო ასპასი 83)

მწვრთნელი: უნაი ემერი

ხეტაფე: გუაიტა, ალექსისი, ესკუდერო, ნალდო, აროიო, ხუან როდრიგესი (ლაკენი 74), ლაფიტა, სამირი (დიეგო კასტრო 57), მიშელი, პაბლო სარაბია (ჰინესტროზა 57), ალვარო ვასკესი

მწვრთნელი: კოზმინ კონტრა

გოლები:  1-0 ბაკა (თერთმეტმეტრიანი 44), 2-0 ვიდალი (87)

მსაჯი: ალფონსო ალვარესი

გაფრთხილება: აროიო (18), კრიჩოვიაკი (35), გუაიტა (43), კარიკო (43), ალექსისი (43), მიშელი (65), დიეგო კასტრო (65), ჰინესტროზა (76)

ბურთის ფლობა: 58%-42%  დარტყმა: 12-7  ჯარიმა: 25-10 კუთხური: 8-5 თამაშგარე: 1-1  სეივი: 1-2

 

“გრანადა” –“ვილიარეალი” 0:0

გრანადა. “ნუევო ლოს კარმენესი.” 21 000

გრანადა: რობერტო, ნიომი, ბაბინი, მურილიო, იტურა, პიტი (ხავი მარკესი 56), ფრან რიკო, ხუან კარლოსი, ალფრედო (კორდობა 82), რუბენ როჩინა, ისააკი (მაჩისი 46)

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ვილიარეალი: ასენხო, მუსაჩიო, გასპარი, პაულისტა, ადრიან მარინი (რუკავინა 76), ბრუნო, ხავიერ ესპინოზა (კანი 65), მოი გომესი, ტრიგუეროსი, მორენო (ჩერიშევი 63), ვიეტო

მწვრთნელი: მარსელინიო

მსაჯი: კარლოს დელ კერო

გაფრთხილება: მაჩისი (60), ვიეტო (71), ტრიგუეროსი (78), კორდობა (87), ნიომი (90+3)

ბურთის ფლობა: 39%-61%  დარტყმა: 9-14 ჯარიმა: 15-12 კუთხური: 9-5  თამაშგარე: 0-2 სეივი: 3-3

დიმა შარიქაძე

0.150122