36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უკვე 13 წელია, რაც თანამემამულის, 37 წლის მომღერლის - ვიქტორია ადამსის მეუღლეა. ამ ხნის განმავლობაში წყვილმა მრავალი ერთმანეთის შესატყვისი სამოსი მოირგო. მაგალითად, 1999 წელს, იტალიური ბრენდის - “ვერსაჩეს” წვეულებაზე, ორივე ტყავის სამოსში გამოწყობილი გამოცხადდა.
დევიდის და მისი მეუღლის ადრინდელ სტილზე ბექჰემმა H&M Mაგაზინე-ის ჟურალისტს შემდეგი კომენტარი გაუკეთა: “მე და ვიქტორიას ერთხელ “ვერსაჩეს” შავი ფერის ტყავის კომბინეზონები გვეცვა. მაშინ ეს ნორმალური იყო, დღეს კი ამ სურათებს რომ ვუყურებ, მეცინება და ხშირად ვერც ვიჯერებ, რომ ასე ვიცვამდი”.
შეგახსენებთ, ვიქტორიამ დიზაინერობას მიჰყო ხელი და თან საკმაოდ წარმატებულადაც, ამიტომ ძველი ფოტოების თვალიერება არც მას უნდა სიამოვნებდეს.
რუსუდან ჭუმბურიძე