თამაშგარე

12:08 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ სიმენის ღირსეული ცოლი

ნამეტანი კარგი ცოლი ჰყოლია, ლეგენდარულ ინგლისელ გოლკიპერს და ახლა უკვე მწვრთნელს – დევიდ სიმენს. ამჯერად სიტყვა ”კარგს” ნამდვილად არ ვხმარობთ გადატანით ან “გადმოტანითი” მნიშვნელობით. დევიდის ცოლს, დები სიმენს, მთელი ბრიტანეთი სცემს პატივს.

დები სიმენს (რომელიც ყოფილი მოცეკვავეა)  სასწაული არაფერი ჩაუდენია და არც მთვარეზე გაფრენილა, მაგრამ რაც ჩვენს ეპოქაში ადამიანებს ესოდენ აკლიათ, ის გააჩნია. დევიდის ცოლი ჩვეულებრივი ინგლისელი ქალია, რომელიც თურმე არც ცნობადი ქმრის ცოლობამ გაათავხედა და შვილებსაც თურმე თავისნაირ, თავმდაბალ ადამიანებად ზრდის. 

დევიდის ცოლი თურმე ყველაზე მეტად იმაზე წურხს, რომ ვერაფრით შეძლო ფეხბურთის შეყვარება და ”დამუღამება”. ”ქმარს ყოველთვის გულით ვქომაგობდი, მაგრამ მოედანზე რა ხდებოდა, ბევრი არაფერი გამეგებოდა” – გაუმოტყდა ჟურნალისტებს დები სიმენი.

0.127507