ბრიტანული მედია "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლებული დევიდ მოიესის ინგლისში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.
The Mirror-ის ინფორმაციით, შოტლანდიელი სპეციალისტი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის ალან პარდიუს შემცვლელად მოიაზრება.
მოგეხსენებათ, "კაჭკაჭები" პრემიერლიგაში ოთხი ტურის თავზე, 2 ქულით ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებიან და კლუბის მეპატრონეს მაიკ ეშლის ინგლისელი სპეციალისტის გაშვება სურს.
გიორგი ბალახაძე