“მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა, რათა მათ მხარი დაუჭირონ.
“ვიცოდი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობა ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ეს სეზონი ასეთი რთული გამოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არც თქვენ, გულშემატკივრები ელოდით, თუმცა ჩემი მოთამაშეები, თანაშემწეები და მე, სიტუაციის შეცვლას მთელი ძალით ვცდილობთ. თქვენ წარმატებული “მანჩესტერ იუნაიტედის” ხილვას მიეჩვიეთ, ხოლო მიმდინარე სეზონის განმავლობაში თქვენი მხრიდან მოთამაშეთა და ჩემი მხარდაჭერა წარმოუდგენელია. გასვლით მატჩებში თქვენ ამტკიცებთ, რომ ქვეყანაში საუკეთესო ქომაგები ხართ, “ოლდ ტრაფორდზე” კი, თქვენი უდრეკი რწმენა სრულად იგრძნობა.
რა თქმა უნდა, ადვილია გუნდის მხარდაჭერა, როდესაც ის იგებს, მაგრამ გაცილებით რთულია, როცა საქმე არცთუ კარგად მიდის და ის ლოიალურობა, რომელსაც ამჟღავნებთ საუცხოოა.
ყველაფერი რაც ჩვენ გავიარეთ უფრო გაგვაძლიერებს. განვლილი წლების განმავლობაში თქვენ აქ დიდი გამარჯვებები იხილეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან მალე კვლავ ვნახავთ უდიდეს გამარჯვებებს ჩვენი შესრულებით”- ნათქვამია მოიესის წერილში.
ამჟამად, “მანჩესტერ იუნაიტედი” სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და თუ თამაში არ გამოასწორა, შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.