თამაშგარე

11:28 | 23.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემს არაბმა შეიხმა 110 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი აჩუქა

 

ცნობილი ამბავია, რომ ამერიკულ “ლოს ანჯელეს გელექსიში” მობურთალ პოპულარულ ინგლისელ ფეხბურთელს - დევიდ ბექჰემს ძვირადღირებულ ავტომობილებზე გართულება აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს ბექჰემის მფლობელობაში 50-ზე მეტი სხვადასხვა მოდელის ძვირფასი ავტომობილია. დევიდს ჰყავს ისეთი ავტომობილებიც კი, რომელშიც შეიძლება სულ ერთხელ იყოს ნაჯდომი, მაგრამ მისთვის, როგორც ჭეშმარიტი კოლექციონერისათვის, მთავარი მანქანის ყოლაა და არა მისი გამოყენება.
 
საუდის არაბეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა შეიხმა – ბინგ ალი ჰუსეინმა, რომელიც დევიდ ბექჰემის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ შეიტყო მისი კუმირის ავტომობილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ. ამიტომ, ბევრი არც უფიქრია და იტალიურ საავტომობილო კომპანია ”ფერარის” ახალთახალი სპეც-მოდელი დაუკვეთა და ფეხბურთელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამერიკაში გემით სრულიად უცნობი ადამიანის მიერ მიძღვინილი ასეთი ძვირფასი საჩუქარი ჩაუვიდა. ავტომობილის ფასი დაახლოებით 110 ათასი ევროა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ დევიდს ავტოსადგომში უფრო ძვირადღირებული მოდელებიც უყენია, მანაც მშვენივრად იცის, რომ 110 ათას ევროიანი ავტომობილები ქუჩაში არ ყრია და გადაწყვეტუილი აქვს, რომ მის ასე დამფასებელ შეიხს საპასუხო საჩუქარი თავადაც უძღვნას, თუმცა ჯერ ვერ მოიფიქრა, ყოვლისმფლობელ და მრავლისშემძლე შეიხს ისეთი რა უნდა აჩუქოს, რომ გააოცოს.  სხვათა შორის, დევიდ ბექჰემის ლეგენდარული ავტომანქანების სადგომი (მანქანების ის ნაწილი, რომელიც ფეხბურთელს ინგლისში ჰყავს) ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტურისტულმა სააგენტომ დასათვალიერებელი ობიექტების სიაშიც კი შეიყვანა. ასე რომ, დევიდ ბექჰემის ავტომობილების ხილვით ტკბობა ამიერიდან ტურისტებსაც შეეძლებათ.
 
0.13185