ფეხბურთი

22:13 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევი სირაძის მემორიალზე ნახევარფინალისტები გაირკვნენ

სპორტკომპლექს “არენაში” დასასრულს უახლოვდება დევი სირაძის მემორიალის პირველი გათამაშება. შეგახსენებთ, რომ დევი სირაძე ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და შარშან 22 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში მოხდა. სირაძე ამავე სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან ჩამოსულ მათ მეგობარს იარაღი გაუვარდა და სირაძე სასიკვდილოდ დაიჭრა. ხმაურიანი ამბავი იყო. თუმცა, სირაძის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა და სხვა პირებთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ.

ტურნირის ფინალიც სწორედ 22-ში, მის წლისთავზე ჩატარდება. შეჯიბრში 16 გუნდი ჩაება, მათ შორის ფეხბურთის კლუბები: “ვიტ ჯორჯია,” “სპარტაკი” და “გაგრა.” თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერცერთმა დაძლია. მეოთხედფინალური მატჩები კი დღეს გაიმართა:

სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) – შზუ (შავი ზღვის უნივერსიტეტი) 12:4

აგრარული უნივერსიტეტი – არმაზი 2:6

თსუ – სტუ 0:3

იბერია სტარი – კავკასიის უნივერსიტეტი 7:1

 

ნახევარფინალები. 20 თებერვალი:

სეუ – სტუ                       14:00

იბერია სტარი – არმაზი 15:00

0.107783