ფეხბურთი

13:53 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევდარიანი "ორჰუსს" შეუერთდა

დავით დევდარიანმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და სათამაშოდაც მზადაა. "ორჰუსის" ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს 30 აგვისტოს ითამაშა, მას შემდეგ კი დაშავებული იყო.

დევდარიანმა დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლიც გაიტანა. შეხსენებისთვის, "ორჰუსმა" გუშინ გასვლაზე 2:0 სძლია "ესბიერგს" და მეხუთე ადგილზეა.

 

0.121099