ფეხბურთი

17:59 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დესტრო სათამაშოდ მზადაა

ორთვიანი შესვენების შემდეგ, იტალიურ რომას მატია დესტრო უბრუნდება. 22 წლის შემტევმა ტრავმა მოირჩინა და აურელიო ანდრეაცოლიმ ის განაცხადში შეიყვანა.

მატია დესტროს ფეხბურთი 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. ამის მიზეზი მენისკზე გაკეთებული ოპერაციაა. ექიმების ვარაუდით, 22 წლის ფეხბურთელს 2 თვე გაუცდებოდა და ასეც მოხდა.

Football Italia-ს ცნობით, “რომას” 22-ე ნომერმა ტრავმა სრულად მოირჩინა და ის 30 მარტს, “პალერმოს” წინააღმდეგ მატჩის განაცხადში მოხვდა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, დესტრომ 16-ჯერ ითამაშა. მან თავი 4 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

0.11157