ფეხბურთი

11:31 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ნასრის მუნდიალზე არწაყვანის მიზეზი დაასახელა

 

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ, მათ შორის არ აღმოჩნდა “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, სამირ ნასრი.

“კარგად ვაკვირდებოდი რა ხდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, თანაშემწეებთანაც ბევრს ვთათბირობდი და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, - თქვა დეშამმა საგანგებო პრესკონფერენციაზე, - ჩვენი მიზანი იყო საუკეთესო გუნდი შეგვეგროვებინა და არა მხოლოდ 23 საუკეთესო ფეხბურთელი. გვჭირდება ნაკრები, რომელიც ტურნირზე წარმატებით იასპარეზებს. ნასრი მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ ნაკრებში ისეთი წარმატებით ვერ ირჯება, როგორც “მანჩესტერ სიტიში.” ნასრიმ მითხრა, რომ ვერ იტანს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. ამან კი გუნდში შეიძლება შიდა სიტუაცია გააფუჭოს, ამიტომაც ვერ მოხვდა განაცხადში.”

0.117824